გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს

ჩვენ, ქვეყანაში ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს, კერძო კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ მის თანადაფინანსებას კერძო-საჯარო პარტნიორობის ინიციატივების ფარგლებში, რითაც ვპასუხობთ კერძო სექტორის გადაუდებელ საჭიროებებს და, ამავე დროს, ახალგაზრდებს და არა მხოლოდ – ყველას ვაძლევთ სწრაფი დასაქმების შესაძლებლობას, პროფესიული განათლების მიღების დასრულებისთანავე, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მაგალითად აიღო ორმაგი განათლების გერმანული მოდელი, რომელიც ასევე გამოიყენება შვეიცარიაში, ავსტრიაში და სწავლობს მათ გამოცდილებას.

„მე, რამდენიმე წელია, მთავრობის წევრი ვარ. ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ გავხდი პრემიერ-მინისტრი. ამ დროის განმავლობაში მქონდა შეხვედრები მეწარმეებთან, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები ახალი ტექნოლოგიების იმპორტთან დაკავშირებით. როგორც კი ისინი იწყებდნენ ახალ პროექტს, ყოველთვის აწყდებოდნენ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას. ვუსმენდი ამ ჩივილს – „პრობლემა მაქვს ჰოლანდიიდან, გერმანიიდან იმპორტირებული ძროხებისთვის კვების სპეციალისტის პოვნასთან დაკავშირებით“, „ვერ ვპოულობ კომპიუტერული პროგრამების დეველოპერს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის“.

ჩვენ წამოვაყენეთ კერძო კომპანიებთან ერთად პროფესიული განათლების თანადაფინანსების იდეა. ეს საკითხი იქცა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ჩვენი ქვეყნისთვის. უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის, ზოგადად, ძალიან არაჯანსაღი პროპორციის შეცვლა და ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟულობის ამაღლება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.