გიორგი კვირიკაშვილი არმენ სარგსიანს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი არმენ სარგსიანს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არმენ სარგსიანს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.

„მინდა, მივულოცო წარმატებული არჩევნები არმენ სარგსიანს, რომელიც ასევე, საქართველოს მეგობარია. ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა, ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულოს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სომხეთის ეროვნულმა კრებამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტად მმართველი პარტიის კანდიდატის არმენ სარგსიანის არჩევას მხარი დაუჭირა. სარგსიანს პარლამენტის 90-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი – 10 იყო.