გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია
გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს, სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველმა ნათლად დაინახა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების მიმართ.

პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი: ქუთაისში – გიორგი ჭიღვარია, ყაზბეგში – ალექსანდრე ზაგაშვილი, ხაშურში – გიორგი გურასპაშვილი, ბორჯომში – ლევან ლიპარტია, ოზურგეთში – ბეგლარ სიორიძე, მარტვილში – ალექსანდრე გრიგალავა. და ჩვენ მათ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.