გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოზიციაზე არჩევას ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოზიციაზე არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე არჩევას ულოცავს.

როგორც პრემიერი მილოცვაში აღნიშნავს, საქართველოს აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში.

„გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობით გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებს წარმატებულ განვითარებას.

საქართველო მუდმივად გრძნობს და აფასებს გერმანიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი პირადად კანცლერ მერკელს მიუძღვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების 200-წლიანი მეგობრობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

​ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას სამას სამოცდაოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.