გიორგი კვირიკაშვილი აკაკი ბობოხიძეს - ნამუსი არ არის არაფერი? ბავშვის სიკვდილი დამაბრალა [ვიდეო]

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ყოფილი თანაგუნდელი ნიკა მელია დაიცვა.

„დღეს რაც ჩაატარეთ, ამისთანა საშინელი არაფერია. ნიკა მელიამ ისეთი რა თქვა, რაზეც ამბავი ატეხეთ? იცოდეთ, მოთმენა მოგიწევთ. ნიკა მელიას ისეთი რამ არ უთქვამს, რაც ლეგიტიმური არ იყო. მოგიწევთ, ასეთი გამოსვლები აიტანოთ. ბატონო პრემიერო, თქვენი მოქმედება არ იყო ადეკვატური. ყოველდღე საშინელებებს გვაბრალებთ და ყოველდღე გეჩხუბოთ? მელიას თავზე თმა არ აქვს, მაგრამ გაუფრთხილდით, ერთი ღერი არ ჩამოუვარდეს, რადგან პროვოკატორმა რომ რამე ქნას, თქვენ დაგბრალდებათ. ყველა სიტყვა მოზომილი უნდა იყოს”, – მიმართა პრემიერს ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის ამ სიტყვების შემდეგ დეპუტატს პრემიერ-მინისტრმა მიმართა: „რომ გითხრან, უნამუსო ხარო, არის თუ არა შეურაცხყოფა?“, რაზეც ბობოხიძემ უპასუხა – „რა თქმა უნდა“;

„მაშინ რატომ ამბობ, რომ არაფერი ყოფილა? ნამუსი არ არის არაფერი? ბავშვის სიკვდილი დამაბრალა“,- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა აკაკი ბობოხიძეს.