გიორგი კვერნაძით სერია A-ს ორი გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძით სერია A-ს ორი გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს „ჰელას ვერონა“ გიორგი კვერნაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „ფროზინონესთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს – ინფორმაციას გამოცემა hellas1903 ავრცელებს.

იტალიური საიტის მტკიცებით, „ჰელას ვერონასთვის“ ქართველი თავდამსხმელის დამატება საინტერესო იდეაა. კვერნაძემ სერია B-ს ბოლო სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

Cagliarinews24 კი ამტკიცებს, რომ კვერნაძით სერია A-ს კიდევ ერთი გუნდი, „კალიარიც“ დაინტერესდა.

„2004 წელს დაბადებულმა გიორგი კვერნაძემ, შესაძლოა, „ფროზინონეში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ გუნდი დატოვოს და „კალიარიში“ გადავიდეს. ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი სეზონის დაწყებამდე „კალიარის“ სასურველ მოთამაშეთა სიაში სულ უფრო პოპულარული ხდება.

კვერნაძემ გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ენერგია და არაპროგნოზირებადობა შემატა. 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ახალგაზრდა ასაკი და როგორც ვინგერის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის უნარი ქართველს „კალიარის“ სამომავლო სტრატეგიებისთვის მოქნილ და საინტერესო სახედ აქცევს.

„კალიარი“ მზადაა, კვერნაძეზე ფსონი დადოს სერია A-ში მისი შემდეგი თავგადასავლისთვის“, – წერს Cagliarinews24.