გიორგი კვერნაძის მომავლის ინგლისური და იტალიური ვერსიები – „არსენალი“ მის შეძენას გეგმავს, „ნაპოლი“ კი სამომავლო პერსპექტივაში განიხილავს #1TVSPORT

13:31, 05.10.2026

გიორგი კვერნაძეს ევროპული გრანდები აკვირდებიან და შესაძლოა, „არსენალში“ ან „ნაპოლიში“ გადავიდეს, – ასეთია ინგლისური და იტალიური წყაროების ინფორმაცია.

„იანვარში ლონდონის „არსენალი“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შეძენას გეგმავს“, – ამ ინფორმაციას The Arsenal Insider-ი ავრცელებს.

„კვერნაძე ყურადღების ცენტრშია – მას „ნაპოლის“ სკაუტი აკვირდება“, – ამას უკვე იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ამტკიცებს.

„„ნაპოლი“ სერია A-ში ახალგაზრდა ფეხბურთელების ძებნას აგრძელებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია გიორგი კვერნაძე, „ფროზინონეს“ ქართველი შემტევი. ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ „ნაპოლის“ სკაუტი „ფროზინონე“-„კომოს“ მატჩს დაესწრო.

კვერნაძე გარკვეულწილად ჰგავს ხვიჩა კვარაცხელიას: ქართველია, ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა და მასაც მამუკა ჯუღელი წარმოადგენს. თუმცა, სკაუტინგი ძირითადად ორიენტირებულია იმ თვისებებზე, რომლებიც მოთამაშემ „ფროზინონეში“ გამოავლინა.

„ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. „ნაპოლი“ მას დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდად თვლის და გუნდის სამომავლო განახლების პერსპექტივაში განიხილავს“, – წერს გამოცემა Napolijournal.

მსგავსი