გიორგი კვერნაძის გოლი იანვარში სერია B-ში საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

23:52, 05.02.2026

გიორგი კვერნაძის გამარჯვების გოლი „რეჯანას“ წინააღმდეგ სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„წამის მეასედის საკითხი იყო – კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – ასე ლაკონურად შეაფასა სერია B-ს გვერდმა ქართველის გოლი.

ფროზინონეს“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ „რეჯანას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გუნდს 1:0 გამარჯვება მოუტანა. გამოკითხვა ლიგა B-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა.

ეს „ფროზინონეს“ 22 წლის თავდამსხმელისთვის სეზონში მესამე გოლი იყო.

მსგავსი