გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სასუოლოს“ მოუგო #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გუნდს „სასუოლოსთან“ მოგებაში (4:2) დაეხმარა.
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის საშიანო დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 74 წუთი ითამაშა და 7,1 ქულა მიიღო. მე-17 წუთზე 23 წლის ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დაუფიქსირა და არ ჩაუთვალა.
მატჩის გმირი რაიმონდო გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი (26, 30, 57) შეასრულა, ერთი გოლიც კალოს (9) ანგარიშზეა. „სასუოლოდან“ კი თავი ბერარდიმ (15) და ტორსტვედტმა (37) გამოიჩინეს.
7 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 13 ქულა დააგროვა და იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.