გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა #1TVSPORT

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია B-შიკატანძაროს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – 2:2. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზე“ ასევე სტუმრად „მანტოვას“ დაუპირისპირდა და მანაც ფრედ ითამაშა – 1:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ახალ გუნდში სათამაშო პრაქტიკის იმედად გადავიდა, მაგრამ სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

იტალიის სერია B-ში გამართული 27-ე ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 54 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „კარარეზე“ (31) მე-12 პოზიციაზეა.