გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ისევ მოიგო, დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზე“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია B-ში „სამპდორია“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. 18 ოქტომბრის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე პირველად მოხვდა და შეცვლაზე 24 წუთი ითამაშა.
დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზემ“ კი ერთ-ერთ ლიდერს, „პალერმოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი მასპინძელთა განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.
იტალიის სერია B-ში გამართული 29 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ვენეციას“ (63) და „მონცას“ (60) ჩამორჩება, „კარარეზე“ (32) კი მე-12 პოზიციაზეა.