გიორგი კვერნაძეს სამი იტალიური კლუბი აკვირდება #1TVSPORT
„ფროზინონეს“ ქართველი შემტევით, გიორგი კვერნაძით იტალიის სერია A-ს სამი კლუბი დაინტერესდა, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
„გიორგი კვერნაძეს „ფიორენტინა“, „რომა“ და „ნაპოლი“ ყურადღებით აკვირდებიან. „ფროზინონეს“ ქართველი შემტევის მონაგარი სერია A-სა და იტალიის თასზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა“, – ამტკიცებს ნიკოლო სკირა.
აღნიშნული ინფორმაციიდან ერთ-ერთს ადასტურებს სოციალურ ქსელში „რომასთან“ დაახლოებული გვერდი RomaSpace-ი.
„გიორგი კვერნაძის ტრანსფერს „რომა“ უმიზნებს. „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება „ფროზინონეში“ მოთამაშე ქართველ შემტევს და მასთან დაკავშირებულ ვითარებას სწავლობს“, – წერს RomaSpace.