გიორგი კვერნაძემ სეზონი გოლით გახსნა - „ფროზინონე“ ქართველმა იტალიის თასის 1/16-ფინალში გაიყვანა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ ახალი სეზონი გოლით გახსნა – ქართველმა თავდამსხმელმა იტალიის თასზე „მონცას“ გაუტანა და „ფროზინონე“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
კოპა იტალიის 1/32-ფინალური შეხვედრა ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა. გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 59-ე წუთზე შევიდა. გამარჯვების გოლი მან 90+2-ე წუთზე გაიტანა და გუნდს იტალიის თასის 1/16-ფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.
იტალიის სერია B-ს სეზონს კვერნაძე 24 აგვისტოს დაიწყებს, „ფროზინონე“ „აველინოს“ უმასპინძლებს.