გიორგი კვერნაძემ გაიტანა - „ფროზინონემ“ „ბრეშასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ გაიტანა - „ფროზინონემ“ „ბრეშასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT

იტალიის სერია B-ში გოლი გაიტანა გიორგი კვერნაძემ – ქართველის „ფროზინონემ“ „ბრეშას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 67 წუთი ითამაშა, მე-16 წუთზე კი ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, მან სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული შეფასება (7,5) მიიღო და მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“, რომელიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მერვეადგილოსან „ბარის“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 7,1 ქულა მიიღო.

ზედიზედ მეექვსე წაუგებელი შეხვედრის შემდეგ „ფროზინონე“ (33 ქულა) იტალიის სერია B-ს აუტსაიდერთა ზონას დაშორდა და მე-12 ადგილზეა. „სალერნიტანა“ (30 ქულა) გავარდნის ზონაში, მე-19 პოზიციაზეა.