გიორგი კვერნაძემ ასისტი შეასრულა – „ფროზინონე“ სერიას A-ს უახლოვდება #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია B-ში „მოდენას“ გასვლაზე დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
დაპირისპირებაში „მოდენა“, რომელიც სერია B-ს პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, 41-ე წუთზე მასოლინიმ დააწინაურა. მაგრამ გედიემისმა დუბლით (52, 60) „ფროზინონეს“ გამარჯვება მოუტანა. მან პირველი გოლი ქართველი თავდამსხმელის გადაცემით გაიტანა.
35-ე ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 72 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც „მონცას“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს და მეორე ადგილზეა.
***
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ ბილეფელდში „არმინიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა – 1:1.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 30-ე ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე „ნიურნბერგმა“ ზუმას გოლით გახსნა. მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა თამაშის მიწურულს გაანიავეს – 82-ე წუთზე თავი ჰანდვერკერმა გამოიჩინა.
„ნიურნბერგმა“ 30 ტურში 38 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. მაგრამ მეორე ბუნდესლიგაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე აუტსაიდერთა ზონას 8 ქულით ასწრებს.