გიორგი კვერნაძე იტალიის სერია B-ში თვის საუკეთესო გოლის ავტორი მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და იტალიური „ფროზინონეს“ თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე სერია B-ს მარტის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა.

ეს გოლი 21 წლის თავდამსხმელმა 15 მარტს „ბრეშას“ გაუტანა. „ფროზინონემ“ საშინაო მატჩი 2:1 მოიგო. ანგარიში 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მე-16 წუთზე ეფექტური გოლით გახსნა – მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა მცველი ჩამოიტოვა და შორეულ კუთხეში დაარტყა.

გიორგი მეორე სეზონია, რაც „ფროზინონეში“ თამაშობს, მაგრამ სადებიუტო გოლი მხოლოდ მიმდინარე სეზონში გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

საინტერესო დეტალია – გიორგის გატანილი სამი გოლიდან ორი თვის გოლად დაასახელეს. ამ მხრივ გიორგი კვერნაძე დეკემბერშიც გამოარჩიეს.