გიორგი კვერნაძე – ახლა რთული პერიოდი გვაქვს, თუმცა მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება #1TVSPORT

14:01, 03.10.2026

გიორგი კვერნაძე იმედოვნებს, რომ ერთა ლიგის ცუდი სტარტისა და ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთთან წაგებული შეხვედრის (0:1) მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ვითარების გამოსწორება შეუძლია.

„მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ბოლო 20-25 წუთის განმავლობაში, ნამდვილად გვქონდა მომენტები და შეგვეძლო გატანა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. მძიმედ ვითამაშეთ.

ახლა ნამდვილად რთული პერიოდი გვაქვს. თუმცა ყველაფერი კარგად იქნება. ამის უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს.

თუ ყველანი ერთად ვიქნებით, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ვფიქრობ, ისევ დავიბრუნებთ გამარჯვების სიხარულს“.

მსგავსი