გიორგი კუხიანიძე - დინამოში გადასვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია
გიორგი კუხიანიძე - დინამოში გადასვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია

„დინამომ“ კუხიანიძის ტრანსფერი დაადასტურა – „ტორპედოს“ ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თბილისელთა პრინციპული და ისტორიული მეტოქის, ქუთაისის ტორპედოს მოთამაშე თბილისელებთან ერთად ემზადება და 24 იანვარს გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება.

გიორგი კუხიანიძემ ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

„დინამოში გადასვლით მოხარული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. გუნდში ჩისკოს მოწვევით მოვხვდი და იმედია, მის ნდობას გავამართლებ. რაც შეეხება მიზნებს – თბილისის „დინამო“ მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ძალიან მეგობრული გუნდში მოვხვდი და კარგად დამხვდნენ. შედეგის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ გუნდში არსებული ატმოსფეროა. აქედან გამომდინარე მგონია, რომ „დინამოს“ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლია. გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ, იმედები რომ გავამართლო. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ თავს არ დავზოგავ, რათა გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შვეიტანო“, – ამბობს კუხიანიძე.