გიორგი კოხრეიძემ ოპერაცია გაიკეთა - სამი თვე ესპანეთში დავრჩები
გიორგი კოხრეიძემ ოპერაცია გაიკეთა - სამი თვე ესპანეთში დავრჩები

გიორგი კოხრეიძემ ესპანეთში ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციოდ სამი თვე დარჩება – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

საქართველოს ნაკრებისა და „საბურთალოს“ 21 წლის თავდამსხმელი 18 ივლისს, თბილისის „ლოკომოტივთან“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის დაპირისპირების დროს დაშავდა. მატჩის ბოლო წუთზე, სათამაშო ეპიზოდში, ორთაბრძოლაში „საბურთალოს“ თავადმსხმელი მცველმა უხეშად მოცელა და სერიოზული ტრავმა მიაყენა. ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ ერთ-ერთ ლიდერს ჯვარედინი იოგები დაუწყდა და გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დახმარება.

„ვალენსიაში ვიმყოფები, სადაც ოპერაცია გამიკეთეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რეაბილიტაციისთვის კიდევ სამი თვე გავჩერდები. იმედი მაქვს, ეს დრო მალე გავა და მოედანს მალე დავუბრუნდები,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი კოხრეიძე.

იგი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, ტოპ-10-ის სიაში მეოთხე ადგილზეა – გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ მისი ტრანსფერი 600,000 ათას ევროდ შეაფასა.