„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე - სირცხვილის კორიდორების მოწყობა ძალაში რჩება, პროტესტი ყველა უბანზე იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე - სირცხვილის კორიდორების მოწყობა ძალაში რჩება, პროტესტი ყველა უბანზე იქნება

სირცხვილის კორიდორები ძალაში რჩება, ყველა უბანზე იქნება პროტესტი, მაგრამ ეს არ შეეხებათ რიგით მოქალაქეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კირთაძე ამბობს, აღნიშნულ საკითხზე სხვა პარტიებთან კიდევ ექნებათ კონსულტაციები.

„რა თქმა უნდა, იქნება სირცხვილის კორიდორები, ყველა უბანზე იქნებიან მხარდამჭერები და გააპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოქალაქეებს აუხსნიან, რა მოხდა, თუმცა კორიდორებს მოუწყობთ არა მოქალაქეებს, არამედ მთავარ გამყალბებლებს, რიჟვაძეს, პილიციის, სუს-ის, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს“, -განაცხადა გიორგი კირთაძემ.