„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე - გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ წამიკითხავს, სტრატეგია არ იცვლება, სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე - გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ წამიკითხავს, სტრატეგია არ იცვლება, სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება ჯერ არ წაუკითხავს. თუმცა აღნიშნავს, რომ აქციების შეწყვეტას და გეგმის შეცვლას არ აპირებენ.

„მე არ წამიკითხავს განცხადება, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ სტრატეგია არ იცვლება, სამართლიანი ხელახალი არჩევნებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ამას ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.