გიორგი კიკაჩეიშვილის სამსაჯო ბრიგადამ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „მაინცისა“ და „პორტუს“ შეხვედრა განსაჯა #1TVSPORT
გიორგი კიკაჩეიშვილის სამსაჯო ბრიგადამ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „მაინცისა“ და „პორტუს“ შეხვედრა განსაჯა #1TVSPORT

ქართველმა მსაჯებმა უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა განსაჯეს.

გიორგი კიკაჩეიშვილის ბრიგადა გერმანული „მაინცისა“ და პორტუგალიური „პორტუს“ 19-წლამდელთა გუნდების მატჩს გაუძღვა. მთავარ მსაჯს, გიორგი კიკაჩეიშვილს ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია უწევდნენ.

პორტუგალიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 4:1 გაიმარჯვეს, კიკაჩეიშვილმა ყვითელი ბარათი ექვსჯერ გამოიყენა.

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი მსაჯები „ეინდჰოვენი“-„სევილიისა“ და „გაბალა“- „ოლიმპიაკოსის“ შეხვედრებსაც ემსახურებოდნენ. ისინი მიმდინარე სეზონში სანაკრებო მატჩებზეც მუშაობდნენ.