ქართველებმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯეს - ჩვენი არბიტრების ხელმძღვანელი ევროპალიგზე იმუშავებს #1TVSPORT
ქართველებმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯეს - ჩვენი არბიტრების ხელმძღვანელი ევროპალიგზე იმუშავებს #1TVSPORT

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდის მატჩი ქართველებმა განსაჯეს. აზერბაიჯანული „გაბალას“ და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ 19-წლამდე გუნდების შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იყო.

ფიფა-ს ქართველ მსაჯს ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია უწევდნენ. მატჩი 8 ნოემბერს გაბალას სტადიონზე გაიმართა და ბერძნების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გიორგი კიკაჩეიშვილმა ყვითელი ბარათი მხოლოდ სამჯერ გამოიყენა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი კი დღეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჩაქირი იმუშავებს პორტუგალიაში, „სპორტინგისა“ და პოლონური „რაკუვის“ მატჩზე, რომელიც დღეს ლისაბონში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.