გიორგი კიკაჩეიშვილმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯა #1TVSPORT
გიორგი კიკაჩეიშვილმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯა #1TVSPORT

უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს გუნდი არ თამაშობს, მაგრამ ტურნირს ქართველების გარეშე არ ჩაუვლია – ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ქართველი არბიტრების ბრიგადამ განსაჯა.

„პსვ ეინდჰოვენის“ და „სევილიას“ 19-წლამდელთა გუნდების შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც ასისტენტის რანგში დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია ეხმარებოდნენ.

„პსვ ეინდჰოვენის“ და „სევილიას“ ახალგაზრდების მატჩი ნიდერლანდებში გაიმართა და 1:1 დასრულდა. ქართველ არბიტრს რთული და საკმაოდ დაძაბული შეხვედრის განსჯა მოუხდა და ორივე გუნდის მოთამაშეებს რვა ყვითელი ბარათი აჩვენა.

32 წლის კიკაჩეიშვილი 2020 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF Awards 2020) წლის საუკეთესო მსაჯად აღიარეს. ის მუდმივად მუშაობს ეროვნული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მატჩებზე, ხოლო უეფა საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო ტურნირების განსჯას ხშირად ანდობს.