გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლში აგრარული ბაზრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული
გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლში აგრარული ბაზრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

გუბერნატორი შეხვდა ბაზრების წარმომადგენლებს და მათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები განუმარტა.

27 აპრილიდან ავტომანქანების გადაადგილების აღდგენასთან ერთად მუშაობას განახლებას აგრარული ბაზრებიც შეძლებენ, ამისთვის კი ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის პირობებს.

ამ დროისთვის შიდა ქართლში კორონავირუსი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.