გიორგი ხოჯევანიშვილი - სასოფლო-სამეურნეო სექტორს საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია 
გიორგი ხოჯევანიშვილი - სასოფლო-სამეურნეო სექტორს საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია 

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია, – ამის შესახებ მხარის რწმუნებულმა სოფლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ განაცხადა.

რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და სხვლის ეტაპს მოიცავს.

შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ფერმერები ინტენსიურად განაგრძობენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავებას.

ფერმერების თქმით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, გაჩერება არ შეიძლება და თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა საფეხური. სხვა შემთხვევაში, მათივე განმარტებით, მოსავლის მიღება რისკის ქვეშ დადგება.

გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მუშაობას აგრძელებენ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები.

„მიუხედავად მსოფლიოში და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, ჩვენი ფერმერები განაგრძობენ დაგეგმილ სამუშაოებს, თუმცა უსაფრთხოების სრული დაცვით. ითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას. ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით დადგება ჩვენი პროდუქციის საჭიროების საკითხი და ამ ფონზე, ჩვენი ფერმერების საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.