გიორგი ხოჯევანიშვილი - სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციაზე ძალადობის განმახორციელებელი ადამიანის ქმედება პოლიტიკური პროცესის ნაწილად არის აღქმული
გიორგი ხოჯევანიშვილი - სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციაზე ძალადობის განმახორციელებელი ადამიანის ქმედება პოლიტიკური პროცესის ნაწილად არის აღქმული

ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციაზე ძალადობის განმახორციელებელი და ამაში ბრალდებული ადამიანის ქმედება პოლიტიკური პროცესის ნაწილად იქნა აღქმული და ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მომსწრე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რადგან ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

„ჩვენს ქვეყანაში არის კრიზისი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიჩნეული იქნა ჩვენი გუნდის მიერ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა. პარლამენტის თითოეული წევრი უნდა გამოხატავდეს ხალხის ინტერესებს, შესაბამისად თითოეული წევრი ვალდებულია იყოს შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული პარლამენტის ცხოვრებაში და ეს არის სწორედ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაც.  იმედი მაქვს ეს პროცესი გადაიზრდება იმ საინტერესო, მნიშვნელოვან და საჭირო კანონპროექტების რეალიზებაში, რომელიც ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.