გიორგი ხოჯევანიშვილი - საარჩევნო სისტემის ცვლილებები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ქართული საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა
გიორგი ხოჯევანიშვილი - საარჩევნო სისტემის ცვლილებები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ქართული საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა

საარჩევნო სისტემის ცვლილებები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ქართული საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ასახული იქნება.

„ზოგადად, საარჩევნო სისტემის ცვლილებები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ქართული საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა. ჩვენ დღეს კომიტეტზეც ვიმსჯელეთ ჩვენი გუნდის ხედვებზე. იმედი მაქვს, ყველა ეს მიდგომა ასახული იქნება ამ საკანონმდებლო ცვლილებებში. მე ვისურვებდი უფრო სრულყოფილ ცვლილებებს და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.