გიორგი ხოჯევანიშვილი - „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობაზე ზრუნვა
გიორგი ხოჯევანიშვილი - „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობაზე ზრუნვა

„ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობაზე ზრუნვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რეგიონზე მუშაობასა და ზრუნვას საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს.

„ჩემთვის დიდი პატივი და დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. ორი წელი, როცა რეგიონს ვემსახურებოდი, ზუსტად ვიცი და შევისწავლე ის საჭიროებები, რაც ხალხს სჭირდება. რეგიონზე მუშაობასა და ზრუნვას საკანონმდებლო ორგანოდან გავაგრძელებ. ჩვენი რეგიონისთვის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დატოვე კომენტარი