გიორგი ხოჯევანიშვილი - მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში
გიორგი ხოჯევანიშვილი - მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

,,ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ადგილობრივების ჩართულობა საშუალებას გვაძლევს სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები და თითოეული პროექტი მათ ინტერესებზე იყოს მორგებული, – ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყვიავის, ქერეს, ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

,,ვისაუბრეთ სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე, ვიმსჯელეთ იმ საჭიროებებზე, რაც ჯერ კიდევ მოსახლეობას აქვს და რომელსაც უახლოეს პერიოდში გადავჭრით. მოვისმინე ის ინიციატივებიც, რაც ადგილობრივებს სოფლების განვითარების კუთხით აქვთ,“ – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფელს, მათ შორის ქერესა და ქვეშს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ქერეს მალე ახალი სკოლაც ექნება.