გიორგი ხოჯევანიშვილი - გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ახლა მთავარია, გვერდში დავუდგეთ, რითიც შეგვეძლება, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში
გიორგი ხოჯევანიშვილი - გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ახლა მთავარია, გვერდში დავუდგეთ, რითიც შეგვეძლება, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში

რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა. ამას არ აქვს არანაირი გამართლება და რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხოჯევანიშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ამ უმძიმეს პერიოდში უკრაინას, მათთვის თითოეულ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და უკრაინის რადას წარმომადგენლებს შორის.

ამ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახლა უდგას უკრაინას, მათთვის თითოეულ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ვიზიტი. ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ახლა მთავარია, რომ გვერდში დავუდგეთ მათ, რითიც შეგვეძლება, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მტრის, რომელიც აწარმოებს სასტიკ და უსამართლო ომს უკრაინის წინააღმდეგ. რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა. ამას არ აქვს არანაირი გამართლება და რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე“, – წერს ხოჯევანიშვილი.