გიორგი ხელაშვილი - ვადასტურებ, რომ იყო შელაპარაკება ნონა მამულაშვილთან, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ
გიორგი ხელაშვილი - ვადასტურებ, რომ იყო შელაპარაკება ნონა მამულაშვილთან, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ადასტურებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნონა მამულაშვილთან შელაპარაკება მოხდა.

როგორც ხელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ნონა მამულაშვილმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა მის მიმართ.

„ვადასტურებ, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დასრულების შემდეგ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი დეპუტატ მამულაშვილთან, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მისივე თქმით, ხელაშვილის რეპლიკაზე პარლამენტის ეთიკის კომისიისგან რეაგირებას ითხოვს.