გიორგი ხელაშვილი - უკრაინის გარშემო ვითარება თვეებია, იძაბება, მაგრამ ოპოზიცია ამის აქტუალიზაციას ახლა ახდენს, როგორც ჩანს, სხვა თემები გამოელიათ
გიორგი ხელაშვილი - უკრაინის გარშემო ვითარება თვეებია, იძაბება, მაგრამ ოპოზიცია ამის აქტუალიზაციას ახლა ახდენს, როგორც ჩანს, სხვა თემები გამოელიათ

აქამდე, უკრაინის ელჩი არამც თუ არ გახსენებიათ, არამედ გაგახსენებთ, რომ მათი ლიდერი სააკაშვილი მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ბოლო დღეებში გახშირდა საქართველოში უკრაინის ელჩის, დოლგოვის შეხვედრები ოპოზიციონერებთან. მათ აქამდე, უკრაინის ელჩი არამც თუ არ გახსენებიათ, არამედ გაგახსენებთ, მათი ლიდერი სააკაშვილი მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. უცებ, აღმოჩნდა, რომ თბილისში თურმე, არის უკრაინის ელჩი და დაიწყეს მასთან შეხვედრები, გაძლიერებული ტემპით. მაშინ, როცა უკრაინის ელჩთან ჩვენს კომიტეტს აქვს ძალიან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა”, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის გარშემო ვითარება უკვე თვეებია, იძაბება, მაგრამ ოპოზიცია ამის აქტუალიზაციას ახლა ახდენს.

„ახლა ხდება ამის აქტუალიზაცია, რადგან როგორც ჩანს, სხვა თემები გამოელიათ, თორემ უკრაინის გარშემო ვითარება უკვე თვეებია, იძაბება. არ არის გამორიცხული, ეს კიდევ კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი ოპოზიციისთვის რამე ძალიან მსუყე და საინტერესო თემა გამოჩნდება, რომელზეც მათ შეუძლიათ, უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ, ყველას მაშინვე დაავიწყდება უკრაინა და ისევ დარჩება უკრაინის საკითხი მხოლოდ ხელისუფლების საზრუნავი”, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის თვითმიზანი არის წინააღმდეგობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ისინი ამ თვითმიზანს უმორჩილებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდან კიევში ვიზიტი იმ მოვლენების ფონზე, რაც უკრაინის საზღვართან არის, გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის გარშემო ვითარება უკვე თვეებია, იძაბება და ამ თვეების განმავლობაში უკრაინაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უამრავი შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ასევე, საქართველოს დელეგაციები, მათ შორის პარლამენტიდან, საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრებზე მუდმივად მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ხელისუფლებას.

დატოვე კომენტარი