გიორგი ხელაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ცხადი სიგნალებია, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც არსებული ინსტიტუტები და ფორმატები გამოიყენონ
გიორგი ხელაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ცხადი სიგნალებია, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც არსებული ინსტიტუტები და ფორმატები გამოიყენონ

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან ცხადი სიგნალებია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც არსებული ინსტიტუტები და ფორმატები უნდა გამოიყენონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც არსებული ინსტიტუტები და ფორმატები უნდა გამოიყენოს. უპირველეს ყოვლისა ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტი, პარლამენტი იმისთვის, რომ საუბარი, პოლიტიკური დებატები და ქვეყნის მშენებლობა გაგრძელდეს. ეს არის მთავარი და ჯერჯერობით მე ვერ ვიხსენებ, რომელიმე განსხვავებულ აზრს საზღვარგარეთ, მითუმეტეს დასავლეთიდან. შეიძლება ამაზე რუსებს სხვა აზრი აქვთ, მათ უნდათ არეულობა და დესტრუქცია საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით მათაც რამე ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამთ“, – განაცხადა ხელაშვილმა.