გიორგი ხელაშვილი - მოლაპარაკებები ყოველთვის ჩვენი წამყვანი თემა იყო და მას წინ არაფერი არ უდგას, გარდა ულტიმატუმებისა, როცა ულტიმატუმებია, პროცესი ყოველთვის ჩიხში შევა
გიორგი ხელაშვილი - მოლაპარაკებები ყოველთვის ჩვენი წამყვანი თემა იყო და მას წინ არაფერი არ უდგას, გარდა ულტიმატუმებისა, როცა ულტიმატუმებია, პროცესი ყოველთვის ჩიხში შევა

მოლაპარაკებები ყოველთვის ჩვენი წამყვანი თემა იყო და მოლაპარაკებებს წინ არაფერი არ უდგას, გარდა ულტიმატუმებისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, როცა ულტიმატუმებია, ცხადია, მოლაპარაკების პროცესი ყოველთვის ჩიხში შევა.

„არ ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში რაიმე ცვლილება იყო. პრემიერის განცხადება ყოველთვის აერთიანებდა როგორც დიალოგისკენ მოწოდებას, ასევე სამართლებრივ უკომპრომისობას. აქ მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი წამყვანი ფიგურისთვის ძალიან ორგანულია, მან იმუშაოს იმაზე, რომ სახელმწიფო, ხალხი იყოს გაერთიანებული და იმ შემთხვევებში როცა აუცილებელია სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირება, ის ხისტი და უკომპრომისო უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ორ თვისებას აერთიანებს, რაც მის გამოსვლაშიც კარგად გამოჩნდა. უკვე მეხუთე თვეა, ოპოზიციის აქციები ხამუშ-ხამუშ მიმდინარეობს, მაგრამ მათ რაიმე შედეგის მოტანა არ შეუძლია, რადგან ეს განსხვავებული სახელმწიფოა და დიდი ხანია, საქართველოში აქციებით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. არ ჩანს, ხალხის პოლიტიკური ნება, რაიმე აქციებით შეიცვალოს. მოლაპარაკებები ყოველთვის ჩვენი წამყვანი თემა იყო და მოლაპარაკებებს წინ არაფერი არ უდგას, გარდა ულტიმატუმებისა. როცა ულტიმატუმებია, ცხადია მოლაპარაკების პროცესი ყოველთვის ჩიხში შევა. ნიკა მელიას პატიმრობა სამართლებრივი საკითხი იყო და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ვხედავ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი