გიორგი ხელაშვილი - მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში
გიორგი ხელაშვილი - მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში

მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას და ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება. როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად.

„რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია რამ არის. აშკარად ქვეყნის გარედან „შემოგდებულია“, რათა საქართველოში დაიწყოს ამ ძალიან საშიში თემის განხილვა. მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში. საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება სავარაუდოდ რუსეთიდან პირდაპირ მითითებით. მოგიწოდებთ, ამ თემას ნუ აჰყვებით. ეს თემა ქვეყნისთვის ძალიან საშიშია. საქართველო არის, იყო და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად, იურიდიულად ეს არის ფიქსირებული ჩვენს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.