გიორგი ხელაშვილი - კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, არის და იქნება საქრთველოს პარლამენტი
გიორგი ხელაშვილი - კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, არის და იქნება საქრთველოს პარლამენტი

კენტი სავსებით მართალია. ეს უკვე დიდი ხანია, გრძელდება და ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, კონსტრუქციულ საუბარში ჩაერთონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი პარლამენტია.

ამასთან, როგორც ხელაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი მიმართული იყო ხელოვნური კრიზისის მაქსიმალური და სწრაფი მოგვარებისკენ.

„ამ კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, არის და იქნება საქრთველოს პარლამენტი. „ქართული ოცნება“ ყოველთვის მოქმედებდა კანონის, კონსტიტუციის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიხედვით. შესაბამისად, კრიზისის არანაირი პროვოცირება არ გაგვიკეთებია არასდროს და არც გავაკეთებთ. პირიქით, ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართული იყო ამ ხელოვნური კრიზისის მაქსიმალური და სწრაფად მოგვარებისკენ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.