გიორგი ხელაშვილი - ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს
გიორგი ხელაშვილი - ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი კონსტრუქციული უნდა იყოს.

მისივე თქმით, პირველ რიგში, საჭიროა, ოპოზიციამ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიაროს.

„ამის შემდეგ, დიალოგის ფორმატში, მათ შორის პარლამენტშიც უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ მსჯელობა, რა გზას აირჩევენ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და დემოკრატიული პროცესის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ამასთან, გიორგი ხელაშვილი აღნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„არჩევნები ოთხი წლის შემდეგ, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება“, – დასძინა გიორგი ხელაშვილმა.