გიორგი ხელაშვილი - კანონში პიროვნებები არ იწერება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება 20 ივნისის მოვლენების დროს დარღვევებისა და დანაშაულების საპატიებლად
გიორგი ხელაშვილი - კანონში პიროვნებები არ იწერება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება 20 ივნისის მოვლენების დროს დარღვევებისა და დანაშაულების საპატიებლად

ამნისტია არის კანონი, კანონში პიროვნებები არ იწერება. კანონი მიღებული იქნება 20 ივნისის მოვლენების დროს დარღვევებისა და დანაშაულების საპატიებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ხელაშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა

ხელაშვილის თქმით, მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროეტსა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.

„ვფიქრობ, რომ ამნისტიასა და მსგავს მიმდინარე საკითხებს დაეთმობა დღევანდელი მსჯელობის ძალიან დიდი ნაწილი.

შეთანხმებაში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი რა და როგორ უნდა მოხდეს. გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მივიღოთ ეს ამნისტია და ამნისტია მიღებული იქნება. არ მგონია, რომ აქ განსაკუთრებული მსჯელობა გაიმართოს ამნისტიის კონკრეტულ ასპექტზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამნისტია ეს არის კანონი, კანონში პიროვნებები არ იწერება. კანონი მიღებული იქნება 20 ივნისის მოვლენების დროს დარღვევებისა და დანაშაულების საპატიებლად, როგორც წერია დოკუმენტში, თუ სწორად მახსოვს. ამნისტია, თავისი არსით, არის პატიება“, – განაცხადა ხელაშვილმა.