გიორგი ხელაშვილი – აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ამ კუთხით მომდევნო სამი წელი მნიშვნელოვანია.
„მომდევნო სამი წელი ამ ასპექტში მნიშვნელოვანია. ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის, სწორი მიმართულების განსასაზღვრად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
US defense secretary stresses advancing Georgia’s Euro-Atlantic integration as the purpose of his visit.
The next three years are crucial in this respect and Austin’s visit should be used to set the right direction to cooperation btw Georgian govt and the Biden administration. https://t.co/pgUdEEUCdx
— George Khelashvili (@gkhelash) October 18, 2021