გიორგი ხელაშვილი - აქციის ორგანიზატორები პანდემიის მზარდ საფრთხეს უგულებელყოფენ და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
გიორგი ხელაშვილი - აქციის ორგანიზატორები პანდემიის მზარდ საფრთხეს უგულებელყოფენ და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ხელაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე  აქციის ორგანიზატორები პანდემიის მზარდ საფრთხეს უგულებელყოფენ, რომელიც პიკს უახლოვდება და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ერთმანეთის მიყოლებით​ უდგინდებათ კორონავირუსი, ისინი მაინც უგულებელყოფენ საზოგადო, საჯარო ჯანდაცვის საფრთხეებს. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას – მოქალაქეებს, ლიდერებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა და ასევე, საღი აზრის შესაბამისად. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა დარღვევაზე ამ ნორმების, უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, ძალიან მკაცრი რეაგირება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ხდება შანტაჟი, გადაბირების მცდელობა, განაცხადონ, რომ ისინი აპირებენ თავისი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას პროტესტის ნიშნად და ა.შ. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში და ასევე აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით. ამისი მაგალითი იყო გუშინდელი ცესკო-ს შემთხვევა, როდესაც გათავისუფლებული თანამშრომელი, რომელმაც თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვა თავისი ადგილი, ივანე ბურდული, აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირი“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ცესო-სა და შსს-ს თანამშრომლებს თავიანთი მოვალეობების ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისათვის.