გიორგი ხელაშვილი - 30 წლის წინ ზოგიერთი ლიდერი ამბობდა, გამსახურდიას მოპოვებული თავისუფლება არაფერში გვჭირდებაო, დღეს ოპოზიციაში ანალოგიური მწიფდება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში შეყვანილი ქვეყანა არ სჭირდებათ
გიორგი ხელაშვილი - 30 წლის წინ ზოგიერთი ლიდერი ამბობდა, გამსახურდიას მოპოვებული თავისუფლება არაფერში გვჭირდებაო, დღეს ოპოზიციაში ანალოგიური მწიფდება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში შეყვანილი ქვეყანა არ სჭირდებათ

30 წლის წინ ზოგიერთი ლიდერი ამბობდა, ზვიად გამსახურდიას მოპოვებული თავისუფლება არაფერში გვჭირდებაო და ვფიქრობ, დღეს ოპოზიციაში რაღაც ანალოგიური მწიფდება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში შეყვანილი საქართველო არ სჭირდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ისტორიული პარალელი რომ გავავლო, 30 წლის წინ ზოგიერთი ლიდერი ასეთ რამეს ამბობდა – ზვიად გამსახურდიას მოპოვებული თავისუფლება არაფერში გვჭირდებაო. დღეს დაახლოებით, აი, ასეთი აზრი მუსირებდა და ვფიქრობ, დღეს ოპოზიციაში რაღაც ანალოგიური მწიფდება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში შეყვანილი საქართველო მათ არ სჭირდებათ“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება არის ძალიან დიდი შეცდომა, ვინაიდან საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში აქვს უნიკალური შანსი, რომ რეალურად გააკეთოს ის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც გადაცემაში კიევიდან ჩართვისას თქვა, რომ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით ჰქონდა მოწოდება, ბრიუსელში ჩასულიყვნენ და ლობისტურ ჯგუფებთან ერთად ემუშავათ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცედურა დაჩქარებულიყო, მაგრამ მმართველი გუნდიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ გიორგი ვაშაძე უპირველეს ყოვლისა, თბილისში იმუშავებს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ ის უპირველეს ყოვლისა, თბილისში იმუშავებს. ბრიუსელში უმისოდან კარგად ვიმუშავებთ. მათი თვალსაზრისით, ბრიუსელში ამ წუთში, ბევრი სამუშაო არ არის. ჩვენ უკვე დარეგისტრირებული ვართ. ანუ, ის, რაც ამ ეტაპზე იყო გასაკეთებელი, გაკეთებულია. განაცხადი შეტანილია და ევროკავშირმა ეს მიიღო. დღეს ფაქტობრივად გაფორმდა, რომ ჩვენ ვართ თუ შეიძლება, ასე ითქვას, კანდიდატობის კანდიდატები და ახლა, სამუშაო არის თბილისში. თუ ვაშაძეს მართლა უნდა რაღაცის შეცვლა, ბრიუსელში სირბილი საჭირო არ არის, ჩამოვიდეს და თბილისში იმუშაოს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.