გიორგი ხელაშვილი - 13 წლის წინ, 7 ნოემბრის დარბევამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა აჩვენა
გიორგი ხელაშვილი - 13 წლის წინ, 7 ნოემბრის დარბევამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა აჩვენა

13 წლის წინ, 7 ნოემბრის აქციის დარბევისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სახე აჩვენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბრის დარბევამ აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.

„დღეს 7 ნოემბერია. 13 წლის წინ, 7 ნოემბრის აქციის დარბევისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სახე აჩვენა. ეს იყო დარბევა, რომელმაც ნათლად აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მედია – თავისუფლების დათრგუნვა, როდესაც გაანადგურა ტელეკომპანია „იმედი“. ამიტომ, არ არის უცნაური, რომ 7 ნოემბერი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი, რაც დასრულდა 2012 წელს და საბოლოოდ წერტილი დაესვა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. „ქართველმა ხალხმა“ მისცა პოლიტიკური შეფასება ამას და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად ნეგატიური შეფასება დადო ამ მოვლენების შესახებ, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ დარბევის ორგანიზატორებს სამართლებრივად პასუხი ჯერ არ აქვთ გაცემული, რაც აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა ხელაშვილმა.