გიორგი ხატიძე – თბილისში უკვე იგრძნობა, რომ ზედამხედველობის სამსახური გააქტიურდა

16:58, 07.03.2018

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი ხატიძის განცხადებით, თბილისში უკვე იგრძნობა, რომ ზედამხედველობის სამსახური გააქტიურდა.

„ზედამხედველობის და მონიტორინგის  გაძლიერება იმ დარღვევებზე, რომელიც ქალაქს ზიანს აყენებს – სწორი განვითარების წინაპირობაა.

ჩვენ ყველას გვახსოვს არცთუ შორეული წარსული, როცა თბილისი მიშენებების, საერთო სარგებლობის სივრცეების მიტაცების და უნებართვო ვაჭრობის ქალაქი იყო. დღეს,როცა ისტორიული მემკვიდრეობის და ძველი უბნების აღდგენაში ამხელა ინვესტიცია იდება, მნიშვნელოვანია ქალაქში იყოს წესრიგი“, – აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

მსგავსი