გიორგი ხატიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება
გიორგი ხატიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხატიძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, რომ ის ჩარჩო დაიხვეწოს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაბამისი რეფორმების განხორციელებას ხელს შეუწყობს, რითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უკეთესს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს ხატიძემ განუცხადა, ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.

„ცვლილებები არ არის ცალკე იურიდიული და ფინანსური ნაწილი, ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხები და მნიშვნელოვანია, დარგის სპეციალისტების, დარგის ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინება. პროცესი ღიად მიმდინარეობდა. არაერთი შეხვედრა გაიმართა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან, რომელიც 50 ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს აერთიანებს და ეს ორგანიზაცია არის ის, რომელსაც მაღალი გამოცდილება გააჩნია. ცვლილებების მიღება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა”,- განაცხადა ხატიძემ.