გიორგი ხარებაშვილი სლოვაკეთში ითამაშებს - მადლობა გულშემატკივრებს, „გარეჯი 1960“-ს წარმატება მინდა ვუსურვო #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯი“ გუნდის კაპიტანს, გიორგი ხარებაშვილს დაემშვიდობა, რომელმაც კარიერის სლოვაკეთში გაგრძელება გადაწყვიტა.
„გიორგი ხარებაშვილი კარიერას სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მადლობას ვუხდით გიორგის ჩვენი გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია „გარეჯის“ განცხადებაში.
„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხდოთ გულშემატკივრებს ჩემი გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავდით. მინდა წარმატება ვუსურვო „გარეჯი 1960“-ს – დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – ასე დაემშვიდობა გუნდს მოთამაშე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით.
ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოს „გარეჯის“ კაპიტანი, 27 წლის მარცხენა გარემარბი კარიერას „მიხალოვცეში“ გააგრძელებს, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა (სულ 12 გუნდია) და გავარდნის საფრთხის წინაშეა.
გიორგი ხარებაშვილისთვის დასრულებული სეზონი წარმატებული გამოდგა – მან ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, ანუ ე.წ. ორმაგი დუბლი (10+10) შეასრულა.