გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა
გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის (ალსვენსკანი) 21-ე ტურში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. 23 წლის ქართველი „გიოტებორგს“ „კალმართან“ მოგებაში დაეხმარა.

გიოტებორგმა“ შეხვედრა საკუთარ სტადიონზე ჩაატარა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. გიორგი ხარაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე გიორგიმ ყვითელი ბარათის მიღება (65-ე წუთზე) და მეტოქის კარის აღება მოახერხა. 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, მან „კალმარის“ კარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილმა „გიოტებორგში“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, 19 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და პირველად „კალმართან“ შეცვალეს. ამ თამაშებში ქართველმა ლეგიონერმა ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა ჩაიწერა – მეორე მონაცემით გიორგი შვედურ ლიგაში საუკეთესო ასისტენტია.

გიოტებორგი“ 38 ქულით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსანჰამარბიუს“ (41 ქულა) მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

დატოვე კომენტარი