გიორგი ხარაიშვილი აიაქსში შესაძლო ტრანსფერზე - კარიერაში დაწინაურება მინდა, მაგრამ როდესაც ამის დრო დადგება
გიორგი ხარაიშვილი აიაქსში შესაძლო ტრანსფერზე - კარიერაში დაწინაურება მინდა, მაგრამ როდესაც ამის დრო დადგება

„გიორგი ხარაიშვილმა 2018 წელს შვედეთის ჩემპიონატში ცხრა გოლი გაიტანა და „გეტებორგის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შესაძლოა, ზაფხულში გაყიდონ. ეს კლუბს აწყობს, რადგან დიდი სატრანსფერო შემოსავლებით საბიუჯეტო დეფიციტი შეამციროს, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს. შემოდგომაზე დაიწერა კიდეც, რომ ამსტერდამის „აიაქსი“ საქართველოს ნაკრების წევრს რამდენჯერმე დააკვირდა“, – ასე იწყებს გიორგი ხარაიშვილთან ინტერვიუს შვედური გამოცემა „აფტონბლადეტი“ (aftonbladet.se).

„საბურთალოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა შვედურ გამოცემასთან ვრცელ ინტერვიუში ამ და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა – „განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. ყველას უნდა, რომ თავის კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგას – მაგრამ მაშინ, როდესაც ამის დრო დადგება“.

გამოცემის აზრით, ბოლო დროს ხარაიშვილმა თამაში გააუმჯობესა და უფრო სწრაფი გახდა: „ამის მიუხედავად, ჯერ ეს საკმარისი არაა, საქართველოს ნაკრებში რომ მიიწვიონ“.

„რა არის ჩემი პირადი მიზანი? დიდი მიზნები მაქვს და მსურს, რომ გუნდის დავეხმარო. ასევე მინდა, რომ საქართველოს ნაკრებში ისევ გამომიძახონ და ევროშესარჩევ ციკლში ვითამაშო. ჩემი თამაში უფრო ეფექტური უნდა გახდეს და თავით თამაშიც გამოსასწორებელი მაქვს. ეს ჩემი სუსტი წერტილია და ყველამ იცის“, – ამბობს ხარაიშვილი.