გიორგი ხანიშვილი - ფაროსანას ადრე გამოვლენა იყო შეუძლებელი, ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ, როგორც კი მავნებელმა თავი გამოავლინა
გიორგი ხანიშვილი - ფაროსანას ადრე გამოვლენა იყო შეუძლებელი, ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ, როგორც კი მავნებელმა თავი გამოავლინა

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სწორად შეაფასა აზიური ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები და ამავე დროს მოგვცა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც 2018 წლის სამოქმედო გეგმაში უკვე გათვალისწინებული გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას მავნებლის გავრცელების გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პრევენციულ ღონისძიებებზე უწყების მიერ კითხვა არაერთ საერთაშორისო ექსპერტთან დასვა.

„მივიღეთ ცალსახა პასუხი, არა თუ უფრო ადრე პრევენცია, არამედ შესწავლა შეუძლებელი იყო. ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოკლე ვადებში იმ დინებების მიხედვით, რომელიც გავრცელების არეალს მოიცავდა გაგვეტარებინა სათანადო ღონისძიებები, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს. შესაბამისად, ამ მოცულობით ფაროსანას ადრე გამოვლენა და ბრძოლა იყო შეუძლებელი. ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ როგორც კი, მავნებელმა თავი გამოავლინა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელებაზე ინფორმაცია დაადასტურა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა უწყებას ღონისძიებები დაწყებული ჰქონდა.

აუდიტის სამსახურმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სურსათის სააგენტოს 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა მონიტორინგის მექანიზმები ქმედითი არ აღმოჩნდა.