გიორგი კაპანაძემ პოლიციის შენობა დატოვა
გიორგი კაპანაძემ პოლიციის შენობა დატოვა

ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა.

როგორც მან პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და მისი დაკავების მიზანი, ჟურნალისტური საქმიანობა გახდა.

„თურმე მე ვარღვევდი საზოგადოებრივ წესებს და არ დავემორჩილე პოლიციას. გახარიამ პოლიციის წარმომადგენლები სამწუხაროდ კრიმინალებად ჩამოაყალიბა. ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს.

ტელეფონი არ მქონდა, მეგობრები, ოჯახის წვერები ნერვიულობდნენ და ამიტომ, ვინც არ იცის, გამომიშვეს, რადგან არანაირი საფუძველი ჩემი დაკავების არ ჰქონდათ. ჩემი დაკავების მიზანი იყო პროვოკაციის მოწყობა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის განეიტრალება უნდოდათ. მიზანი იყო, რომ მედია ჩაახშონ, გააჩუმონ. გახარიას პირადი, პერსონალური შურისძიება იყო მიზანი. ჟურნალისტებს პოლიციელები პროვოკაციებს უწყობენ. მღებრიშვილი გამახსენდა, პოლიციის უფროსი, ხელკეტებით რომ დარბოდა“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი კაპანაძე ზუგდიდში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ( წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დღეს დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე აღნიშნული მუხლებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება გრძელდება.